კოლუმბიის არჩეული პრეზიდენტი კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობილია

0
778

„ციფრული ვალუტა არის ინფორმაცია და, შესაბამისად, ენერგია“, – თქვა გუსტავო პეტრომ 2021 წელს კოლუმბიაში კრიპტოვალუტების მაინინგთან დაკავშირებით.

გუსტავო პეტრო, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაიმარჯვა 2022 წლის კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში, მანამდეც გააკეთა განცხადებები კრიპტოვალუტის სასარგებლოდ.

პეტრო 7 აგვისტოს კოლუმბიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ივან დუკე მარკესს ჩაანაცვლებს.

გუსტავო პეტრომ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტებს შეუძლია ძალაუფლება ხალხს დაუბრუნოს.

მისი თანამოაზრე, ფრანსია მარკესი, რომელიც კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტი გახდება, კრიპტოპოლიტიკასთან დაკავშირებით ძირითადად დუმს.

არჩეული პრეზიდენტის ზოგიერთი შენიშვნა მოიცავდა პასუხს სალვადორის პრეზიდენტის ნაიბ ბუკელეს იდეაზე ვულკანური ენერგიაზე მომუშავე კრიპტო მაინერების აშენების შესახებ.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანამ დასავლეთ სანაპირო ზოლის ბუნებრივი რესურსები კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად უნდა გამოიყენოს.

შეგახსენებთ, რომ არჩეული პრეზიდენტი სოციალურ მედიაში 2017 წლის დეკემბერში გამოჩნდა და ბიტკოინის მიმართ კეთილგანწყობა გამოხატა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი