Goldman Sachs-ი ონლაინ კონფერენციას გამართავს, სადაც ბიტკოინზეც იქნება საუბარი

0
1145

Goldman Sachs-ი მალე ონლიან კონფერენციას ჩაატარებს, სადაც საუბარი იქნება მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისზე. საუბარი ასევე შეეხება ოქროს, ბიტკოინსა და ციფრულ ვალუტებს.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, შეხვედრა 27 მაისს გაიმართება.

ონლაინ დისკუსიას კი აშშ-ს თითქმის ყველა მსხვილი ფინანსური კომპანია დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ Goldman Sachs-ი ციფრული ვალუტით აქტიურად არის დაინტერესებული.

ამერიკულმა უმსხვილესმა საინვესტიცო ბანკმა, Goldman Sachs-მა ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში განაცხადა, რომ ბიტკოინი სულაც არ არის თაღლითობა.

კრიპტოვალუტის შესახებ კომენტირებისას, რანა იარედიმ, ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ჩართული იყო ვაჭრობის გეგმების შექმნაში, აღნიშნა, რომ ბანკი კლიენტის მოთხოვნას ითვალისწინებს:

“ჩვენთან საუბრისას კლიენტი ამბობს, რომ მინდა ვიყიდო ბიტკოინი ან ბიტკოინის “ფიუჩერსები”, რადგან ვფიქრობ, ეს არის ალტერნატიული შენახვის ღირებულება”.

მიუხედავდ ამისა, რანა იარედი კრიპტოვალუტას მაინც მაღალი რისკის შემცველ ბიზნესად ახასიათებდა: “… ეს არ არის ახალი რისკი, ისეთი ჩვენ, რომ არ გვესმის. ეს არის გაცილებით მაღალი რისკი, რომლის შესახებ ჩვენ უფრო მეტად უნდა ავიმაღლოთ ცნობიერება”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი