ბრაზილიის მერი ბიტკოინში ქალაქის რეზერვების 1%-ის ინვესტირებას აპირებს

0
531

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს მერს, ედუარდო პაესს სურს, რომ ქალაქის ხაზინიდან 1% ბიტკოინში დასაბანდებლად გამოიყენოს.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო O Globo-ს ცნობით, რიოს ინოვაციის კვირეულზე მერმა პაესმა „კრიპტო რიოს“ გეგმის შესახებ განაცხადა, რაც ქალაქის კრიპტოვალუტის ცენტრად გადაქცევას გულისხმობს.

მიმდინარე კვირეულზე პაესმა მაიამის მერთან, ფრენსის სუარესთან ისაუბრა, რომლისგანაც რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მაიმის მერი კუთვნილ ხელფასს ბიტკოინში იღებს.

„ჩვენ Crypto Rio-ს სისრულეში მოყვანას ვაპირებთ და ამისათვის ხაზინის 1%-ი კრიპტოვალუტაში ინვესტირებას მოხმარდება.” – განაცხადა ედუარდო პაესმა და დასძინა, რომ სახელმწიფო ინდუსტრიისთვის ასევე საგადასახადო შეღავათების შემოღებას გეგმავს.

კვირეულში მონაწილეობას იღებდნენ ქალაქის ფინანსური მდივანი, პედრო პაულო, რომელმაც აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია 10%-იან ფასდაკლებას განიხილავს, იმ უძრავი ქონების შენაძენის გადახდებზე, რომელიც კრიპტოვალუტაში იწარმოება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მიწურულს ბრაზილიელმა დეპუტატმა, ლუიზაო გოულარტმა პარლამენტს კანონპროექტი შესთავაზა, რომელიც კრიპტოვალუტით გადახდების ლეგალიზებას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი