ჰოლანდიის მთავრობა მიწის რეგისტრაციის ოპერაციებში Blockchain-ის დატესტვას დაიწყებს

0
1899

ნიდერლანდების მიწის რეგისტრაციის სააგენტო Blockchain-ის ტესტირებას დაიწყებს ეროვნული უძრავი ქონების მონაცემების შესამოწმებლად.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება ავრცელებს.

მიწის რეესტრის სააგენტოს არქიტექტორმა კოენის ჰუისსტედმა განაცხადა, რომ სააგენტო ცდილობს გაიგოს, თუ რას ნიშნავს “შედარებით ახალი” ტექნოლოგია საკუთრების სფეროში და ელოდება Blockchain-ის ამ სფეროში ინტეგრირებას ერთიდან სამ წელიწადში.

მიწის რეესტრი განისაზღვრავს საკუთრების, იპოთეკური უფლებებისა და ეროვნული ბაზრის ყველა მესამე მხარის მონაცემების ზედამხედველობას და აცხადებს, რომ Blockchain-ის ტექნიკური და სამართლებრივი ასპექტები შექმნის მეტ ძალისხმევას და მოქნილ სტრუქტურას.

როგორც ცნობილია, რეესტრი ასევე ახდენს ხელოვნური ინტელექტის (AI) ექსპერიმენტებს მონაცემთა სისტემებზე.

ბოლო პერიოდში Blockchain ტექნოლოგია ჰოლანდიაში საკმაოდ აქტუალური გახდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ჰოლანდიის ეკონომიკისა და კლიმატის პოლიტიკის საკითხებში Blockchain-ის აქტიურად გამოყენება დაიწყეს.

ამასთანავე, მთავრობამ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელიც ჰოლანდიაში Blockchain-ის სამართლებრივ და ეკონომიკური ზეგავლენის საკითხებს შეისწავლის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი