სერენა უილიამსი ციფრული ვალუტის ინდუსტრიაში ჩაერთო

0
1870

ცნობილმა ჩოგბურთელმა, ოთხგზის ოლიმპიელმა ჩემპიონმა სერენა უილიამსმა თავისი ბიზნეს-პროექტი განახორციელა და ციფრული ვალუტის ინდუსტრიაში ჩაერთო.

კომპანიას Serena Ventures-ი ეწოდება. როგორც, კომპანიის ვებ-გვერდის მიხედვით ირკვევა, სერენა უილიამსის კომპანიის დაფუძნებაში სხვა კომპანიებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომელთა 60%-ის ბიუჯეტი 12 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ Serena Ventures-ი ფოკუსირებულია ინდუსტიის განვითარებაზე. კომპანია ხელს შეუწყობს ნებისმიერ მცირე ან დამწყებ პლატფორმას.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ნოემბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ NBA-ს სუპერსვარსკვლავი კობი ბრაიანტი კრიპტოვალუტის საკითხებზე სამიტს დაესწრებოდა.

კობი ბრაიანტი სან-ფრანცისკოში გამართულ NiTRON 2019-ის სამიტზე სტუმრის სტატუსით წარსდგა.

კობი ბრაიანტი კონფერენციაზე მიიწვიეს, როგორც სპეციალური სტუმარი, რათა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თავისი შეხედულებები და გამოცდილება კონფერენციაში მონაწილეებისთვის გაეზიარებინა.

როგორც პრეს-რელიზში იყო აღნიშნული, კობი ბრაიანტი TRON-ის დამფუძნებლის, ჯასტინ სანის მიერ იყო მიწვეული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი