21 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1350

კვირას, 21 აპრილს ციფრული ვალუტების ბაზარი შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ შემცირება შეეხო ყველა კრიპტოვალუტის კურსს.

ბიტკოინის ფასი 5.300 დოლარის ნიშნულის ქვემოთ მოექცა.

CoinMarketCap-ის მონაცემებით, დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა მხოლოდ 1%-ით დაიკლო. ციფრული ვალუტის ფასმა კი 5.291 დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 3.7%-ით იყო გაზრდილი.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია კვლავ 17.9 მილიარდი დოლარია. რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 13.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

CoinMarketCap-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 2.5%-ით შემცირდა. ამ დროს ეთერიუმის ღირებულება დაახლოებით 169 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 176.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი წინა კვირის ნიშნულზე 2.25%-ით ნაკლებია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი