2015 წლის შემდეგ Silk Road-ის ქსელის გავლით გადარიცხვა დაფიქსირდა

0
1158

ანონიმურმა კრიპტოვალუტის მომხმარებელმა 69,370 ბიტკოინი გადაადგილდა Silk Road darknet–ის ბაზართან დაკავშირებული მისამართიდან.

ციფრული ვალუტის კომპანიის, CipherTrace–ის ანგარიშის თანახმად, ბოლოდროინდელი მოძრაობა, რომელიც მოიცავს ორ გარიგებას, 69,370 ბიტკოინი Silk Road– ის ბაზართან დაკავშირებული მისამართით გადაირიცხა. უნდა აღინიშნოს, რომ ქსელი 2013 წელს გათიშეს.

ამასთანავე, კრიპტო მომხმარებელმა პირველად გაგზავნა 1 ბიტკოინი, სავარაუდოდ, როგორც საცდელი გარიგება, მონეტების დიდი ნაწილის გადატანამდე.

Ciphertrace–მა ივარაუდა, რომ ანონიმურმა მომხმარებელმა გააკეთა ტრანზაქციები ბიტკოინის ქსელთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მისამართების ფორმატებში გადართვით.

როგორც 2015 წელს, აპრილში, გადაადგილდა თანხები, რომელიც Darknet– ის ქსელთან ასოცირდებოდა, ბიტკოინის საფულეს ასევე ჰქონდა წვდომა ბიტკოინ Cash-სა და ბიტკოინ SV-ზე.

კომპანიის მესვეურები ამბობენ, რომ აღნიშნული ოპერაცია ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: ერთი ის, რომ ბიტკოინ საფულის მფოლობელს არ სურს ჰაკერებმა მის ანგარიშზე მოახდინონ წვდომა, მეორე კი ის, რომ ანგარიში უკვე გატეხილია და ამ ოპერაციით ცდილობს სხვა საფულეების მონაცემებზე წვდომის მოპოვებას.

როგორც ცნობილია, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი