სამხრეთ აფრიკის ფინანსური მომსახურების აქტს კრიპტოვალუტა დაემატა

0
748

სამხრეთ აფრიკა აცხადებს, რომ კრიპტოვალუტა არის ფინანსური პროდუქტი, რომელიც ექვემდებარება ფინანსური მომსახურების კანონს.

ფინანსური სექტორის ქცევის ორგანომ (FSCA), სამხრეთ აფრიკის ფინანსურმა მარეგულირებელმა, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც მითითებულია, რომ ქვეყნის 2002 წლის ფინანსური მრჩეველთა და ფინანსური შუამავლების მომსახურების აქტი (FAIS) განახლდა, რომელსაც კრიპტო ვალუტების განმარტება დაემატა.

ეს გადაწყვეტილება თვეების განმავლობაში მუშავდებოდა და მისი მიღება მოსალოდნელი იყო, რადგან მთავრობა პირველად ახორციელებს კრიპტოვალუტების რეგულირებას სამხრეთ აფრიკაში.

FSCA-ს განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტა არის „ღირებულების ციფრული წარმომადგენლობა“, რომელიც ელექტრონულ ვაჭრობას, გადაცემასა და შენახვას ახორციელებს, მაგრამ არ არის გაცემული ცენტრალური ბანკის მიერ.

გარდა ამისა, ის გამოიყენებს კრიპტოგრაფიულ ტექნიკას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტები დეკლარირებული ფინანასური პროდუქტია.

FAIS-ს მიხედვით, ფინანსური პროდუქტი განისაზღვრება, როგორც ფასიანი ქაღალდი, ბანკნოტი, ნებისმიერი ფულის გამომუშავების ინსტრუმენტი ან ინსტრუმენტი, რომელიც ფასიან ქაღალდებსა და სხვა ფინანასურ ერთეულებზე მოხმარებელს წვდომას ანიჭებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი