ევროპის ცენტრალური ბანკი: საჭიროა მარეგულირებელი სისტემა

0
1291

ევროპის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ბანკების მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა მარეგულირებელ სისტემას მოითხოვს. მარეგულირებელი წესები კი მანამდე უნდა შემუშავდეს, სანამ რომელიმე ბანკის ციფრული ვალუტა მიმოქცევაში ჩაეშვება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის მარეგულირებელი სისტემა აუცილებელია იმ რისკების გათვალისწინებით, რაც ამ ეტაპზე დგას. ასევე საჭიროა არსებული ხარვეზების გამოსწორებაც.

”გლობალური ციფრული ვალუტების პოტენციური სარგებლის მოსაპოვებლად, საჭიროა მძლავრი მარეგულირებელი სისტემის შექმნა, რათა მოხდეს რისკების შემცირება”,-აღნიშნულია ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

დაახლოებით ერთი კვირის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არცერთი ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვებაზე არ მუშაობდა.

ამის შესახებ ინფორმაცია Blockchain კომპანია, R3-მ გაავრცელა.

R3-ის განცხადების თანახმად, ბანკების მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა დაყოფილი იქნება საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე: პირველი შემოიფარგლება კომერციული ბანკებით, ხოლო უკანასკნელს შეეძლება კორპორაციების, მცირე ბიზნესის და კერძო პირების ჩართვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი