კრიპტოვალუტის ბაზარი შემცირებულია

0
1037

პარასკევს, 18 ივნისს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა. უკვე ბოლო ორი დღეა, რაც ბიტკოინის კურსის ნიშნული 38.000 დოლარის ქვემოთ მოექცა.

ბიტკოინის ფასი დღის განმავლობაში თითქმის 3.55%-ით შემცირდა. კრიპტოვალუტის კურსი 38.880 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა ყველაზე მაღალი დონე 15 ივნისს დააფიქსირა. ამ დღეს ციფრული ვალუტის დონე 41.300 დოლარის ნიშნულთან ძალიან ახლოს იყო.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი კვლავ ინარჩუნებს კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე ადგილს. ეთერიუმის ღირებულება 2.333 დოლარს შეადგენდა.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 4.4%-ით შემცირდა.

ამას გარდა, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ალტკოინის ღირებულება 2.600-დან 2.300 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 573 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი