სამხრეთ კორეის NFT სივრცე 2021 წლის განმავლობაში სწრაფად გაფართოვდა. ამას კი მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი Kakao-ს მიერ შემოთავაზებულმა კრიპტო და NFT სერვისების ზრდამ.
Klaytn-ი, კორეული ტექნიკური სტარტაპების Kakao-სა და GroundX-ის მიერ შემუშავებული Blockchain-ი, აშკარად პრიორიტეტული არჩევანია კორეელებისთვის, რომლებიც ეძებენ ქსელს NFT-ების შესაძენად და გასაყიდად.
Klaytn-ის დომინირება ბაზარზე კორეაში მნიშვნელოვანია, რადგან KakaoTalk-ს 52 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
გარდა ამისა, 5 ნოემბრის მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ NFT შესყიდვები გადასახადებისაგნ თავისუფალი იქნება, NFT ბაზარი სამხრეთ კორეაში შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს.
სამხრეთ კორეის ფინანსური სერვისების კომისიამ საჯარო განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ NFT-ი არ არის ციფრული ვალუტა და ამიტომ, მას არ შეეხება რეგულაცია.
შესაბამისად, მომხმარებლებს NFT-ის გადასახადების გადახდა არ მოეთხოვებათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ 2022 წლის იანვრიდან კრიპტოვალუტაზე გადასახადების გადახდა მოუწევთ.