UnionBank-ი კრიპტო პლატფორმასთან თანამშრომლობას იწყებს

0
671

UnionBank-ი არის ფილიპინების ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, რომელიც 15 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს.

კრიპტოვალუტის პლატფორმა Metaco-მ კი UnionBank-თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ციფრული ვალუტების უზრუნველყოფას, ვაჭრობას, გამოშვებასა და მართვას. ასევე IBM Cloud-ზე ციფრული მართვის სერვისების დამატებას, რომლებიც Metaco-ს გადაწყვეტილებებთან სრულად იქნება ინტეგრირებული.

ინტეგრაციის გზით, UnionBank-ი შეძლებს, რომ გააუმჯობესოს დაზღვევა, რომელიც FIPS 140-2 მე-4 დონის სერტიფიცირებულ კონტროლს გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ FIPS 140-2 არის აშშ-ს მთავრობის კომპიუტერული უსაფრთხოების სტანდარტის უმაღლესი დონე.

გარდა ფიზიკური წვდომის ყველა არაავტორიზებული მცდელობის გამოვლენისა და რეაგირებისა, პროტოკოლი მონაცემებს ისეთი ფაქტორებისგან იცავს, როგორიცაა დაკარგვა და გაჟონვა.

ამავდროულად, Metaco-ს გადაწყვეტილებები იძლევა ფინანსური ინსტიტუტების გამოყენების საშუალებას, ისეთი შემთხვევებისას, როგორიცაა ვაჭრობა, ტოკენიზაცია, ჭკვიანი კონტრაქტების მართვა და მონაწილეობა დეცენტრალიზებულ ფინანსებში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი