კრიპტოვალუტის კურსის რყევა: 29 მარტის მცირე მიმოხილვა

0
2453

29 მარტს ბიტკოინის ფასი 7.500 დოლარზე დაბლა დაეცა.

მას შემდეგ, რაც Twitter-მა ICO-სა და კრიპტოვალუტის სხვადასხვა სერვისის რეკლამა აკრძალა Cointelegraph-ის ფასების ინდექსის მიხედვით, ბიტკოინის კურსი 7.450 დოლარზე ჩამოვიდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი 409 დოლარზე დაეცა, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ კრიპტოვალუტა ფასის დაცემას განაგრძობს ეს ეთერიუმის 50%-ით შემცირებას გამოიწვევს.

Twitter-ი მესამე ტექნოლოგიური გიგანტი გახდა Facebook-ისა და Google-ის შემდეგ, რომელმაც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამები აკრძალა.

ამავდროულად Twitter-ის მიერ რეკლამის აკრძალვა და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ჯეკ დორსის პოზიცია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავებულია:

“მსოფლიოს საბოლოოდ ექნება ერთადერთი ვალუტა. მე პირადად მჯერა, რომ ეს იქნება ბიტკოინი”,- განაცხადა ჯეკ დორსიმ.

სოციალური მედიაში კრიპტოვალუტით დაინტერესებული ადამიანების ნაწილი წერს, რომ აღნიშნული კომპანიების ქმედება კრიპტოვალუტის ფასზე უარყოფითად მოქმედებს, სოციალური მედიის მომხმარებელთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტმა კრიპტოვალუტის გრძელავდიან პერსექტივაზე შესაძლოა, პოზიტიურად იმოქმედოს, რაც ფასის დასტაბილურებასაც გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ბიტკოინს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 6 თებერვალს ჰქონდა, როდესაც კრიპტოვალუტა 5.947 დოლარზე დაეცა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი