კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2103

საინვესტიციო კვლევითი ფირმა Fundstrat-ი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი 2019 წლის ბოლოსთვის 36.000 დოლარი ეღირება. შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასმა 20.000-დან 64.000 დოლარს შორის იმოძრაოს.

ბიტკოინი

ამ კვირაში ბიტკოინი ცდილობდა 10.000 დოლარის ნიშნულის მიღწევას. ძირითადად მერყეობდა 9.000 დოლარის ფარგლებში. თუმცა, დღეს ბიტკოინის კურსი 8.900 დოლარზე ჩამოვიდა. კურსის შემცირების მხრივ, შემდეგი მაჩვენებელი 8.8539 დოლარია.

ბიტკოინის ფასის კიდევ უფრო კლების შემთხვევაში მოსალოდნელი ნიშნულია 7.900 ხოლო, შემდეგ კი 7.000.

ამ ეტაპზე ექსპერტები მოვაჭრეებს ბიტკოინში ინვესტიციების განხორციელებას არ ურჩევენ.

ეთერიუმი

ეთერიუმმა ვერ მოახერხა 745 დოლარის ნიშნულის შენარჩუნება და საბოლოოდ, კრიპტოვალუტის ფასი 680 დოლარზე ჩამოვიდა.

ეთერიუმის მოსალოდნელი ნიშნულები არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება. ფასის დაცემის პირველი დონე 656 დოლარია, ხოლო მეორე 600 დოლარი.

ანალიტიკოსები მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ მოვლენათა განვითარებას დაელოდონ. იქამდე არ იყიდონ კრიპტოვალუტა სანამ ეთერიუმის კურსი არ გამყარდება.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-მა 10 მაისს 1.600-ზე მეტი დონის მიღწევა ვერ შეძლო, რის გამოც კრიპტოვალუტის კურსი დაღმავალი ხაზისკენ დაეშვა.

ამჟამად, ბიტკოინ Cash-ის ფასის პოზიტიური ძვრები შეინიშნება. ეს კი ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასმა შესაძლოა, 1.600 დოლარზე მეტს მიაღწიოს.

მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა მაშინ, მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 1.221 დოლარამდე დაეცეს.

რიპლი

ამ ეტაპზე რიპლის ღირებულება 0.58 დოლარია. თუმცა, რიპლის აქვს შანსი, რომ 0,76 დოლარამდე გაიზარდოს.

თავდაპირველად, მოსალოდნელი ფასები 0.56 და 0.58 დოლარია.

ანალიტიკოსები მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ სანამ კრიპტოვალუტის კურსი არ გამყარდება იქამდე არ შეიძინონ.

ლაიტკოინი

ამჟამად, ლაიტკოინის კურსი 141 დოლარისთვის იბრძვის.

თუ ლაიტკოინი 141 დოლარზე ფასისი ზრდას ვერ მოახერხებს მაშინ, მოსალოდნელი დაცემა ჯერ 127-ზე შემდეგ კი 115 დოლარზეა.

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის ფასის ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს მოსალოდნელი კურსი 141-სა და 167 დოლარს შორის იმერყევებს.

ანალიტიკოსები მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ ლაიტკოინის კლების მაჩვენებელს თვალი ადევნონ, სანამ ყიდვას გადაწყვეტენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი