ცენტრალური ბანკი: რუსეთის სტაბილკოინის პროექტმა ინფლაცია არ უნდა დააჩქაროს

0
916

“ციფრულმა რუბლმა ინფლაციაზე ნეგატიურად არ უნდა იმოქმედოს”,- განაცხადა რუსეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალურმა პირმა.

“რუსეთის ბანკი სტაბილკოინს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ციფრული რუბლი დააკმაყოფილებს რამდენიმე პირობას პილოტური ტესტების ფარგლებში”,- განაცხადა ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, ელვირა ნაბიულინამ.

ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Interfax-მა გაავრცელა. რუსეთის ბანკი მიიღებს CBDC-ს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბანკი დარწმუნდება, რომ რუბლი შეიძლება ადვილად გარდაიქმნას ნაღდი ფულიდან ციფრულ რუბლში.

”ეს უნდა იყოს ნამდვილი სრულფასოვანი რუბლი, არანაირი ფასდაკლება ან სხვა რამ”, – აღნიშნა ნაბიულინამ და დასძინა, რომ ცენტრალური ბანკი ციფრული რუბლის გამოცდას მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში მოახდენს.

ნაბიულინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ციფრულმა რუბლმა არ უნდა იმოქმედოს ადგილობრივ ინფლაციაზე. „ჩვენი ვარაუდი არის, რომ ციფრული რუბლის შემოღება არანაირად არ დააჩქარებს ინფლაციას”,- განაცხადა ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი COVID-19 პანდემიის ფონზე ინფლაციის მასიურ ზრდას განიცდის. ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, შიდა ინფლაციის დონემ მიაღწია უმაღლეს დონეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, რაც ოქტომბერში 8.1%-ით გამოიხატა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი