სალვადორში ბიტკოინით გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი საწვავზე ფასდაკლებას მიიღებს

0
1185

სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ განაცხადა, რომ ადგილობრივ მომხმარებლებს შეუძლიათ გალონზე 0,20 აშშ დოლარის ფასდაკლებით ისარგებლონ, იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინით გადაიხდიან.

აღნიშნული ინიციატივა სამთავრობო გეგმის ნაწილია.

პრეზიდენტმა სუბსიდირების შესახებ Twitter-ის საშუალებით განაცხადა.

“სახელმწიფო კომპანია „ჩივო“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი ბენზინგასამართი სადგურების კომპანიებთან, რათა უახლოეს მომავალში სადგურებმა თითოეული გალონი საწვავი 0,20 დოლარით იაფად გაყიდონ”,- ნათქვამია პრეზიდენტის სტატუსში.

ნაიბ ბუკლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფასდაკლების შეზღუდვა არ არსებობს და, რომ ნებისმიერ ადგილობრივ პირს ან კომპანიას შეუძლია აღნიშნულით სარგებლობა.

აღსანიშნავია, რომ სალვადორის მოქალაქეების უმეტესობა არ არის დარწმუნებული იმაში, რომ სუბსიდია საბოლოოდ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას. საზოგადოების ნაწილი მთავრობის გადაწყვეტილებას სკეპტიკურად შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ სალვადორში ბიტკოინის აპარატების განთავსება უკვე დაიწყო.

Twitter–ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სალვადორში 4.5 მილიონ ზრდასრულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ვალუტის გადაცვლის ოპერაციით ისარგებლოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი