e-Money სტაბილკოინის გამოშვებას შეწყვეტს

0
757

როგორც ცნობილი გახდა, სტაბილკოინების პროექტი e-Money-ი ევრო სტაბილკოინის გამოშვებას 6 მარტიდან შეწყვეტს.

„რეალურ სამყაროში Blockchain აპლიკაციების ნაკლებობამ გამოიწვია დაბალი მოთხოვნილება სტაბილკოინებზე, რომელბიც დოლარს არ ეფუძნება და მოსალოდნელია, რომ ევროპული MiCA კანონმდებლობა შეაფერხებს ევროს მიერ მხარდაჭერილი სტაბილკოინების მასშტაბურობას და შეზღუდავს ბიზნესის შესაძლებლობებს ამ სექტორში”,- წერია e-Money-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ევროპული MiCA-ს კანონმდებლობა მისი ამჟამინდელი ფორმით უპირატესობას კომერციულ ბანკებს ანიჭებს, როგორც ევრო stablecoins-ის მომავალ ემიტენტებს, რაც ევროკავშირში სტაბილკოინების ინოვაციური განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია.

მომხმარებლებს საშუალება აქვთ, თავიანთი EEUR სტაბილკოინები მითითებულ ვადამდე გამოისყიდონ და სხვა ციფრულ ვალუტაზე გადაცვალონ. მაგალითად, ისეთებზე როგორებიცაა მაგალითად OSMO, ATOM და სხვა აშშ დოლაზე მომუშავე სტაბილკოინები, რომლებიც Osmosisბირჟაზე მრავლად გვხვდება.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლებს 100,000 EEUR-ზე მეტი თანხების მიღება სურთ, მაშინ უმჯობესია e-Money A/S-ით ისარგებლონ, ამის რეკომენდაციას თავად e-Money-ი იძლევა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი