EBay-ს ონლაინ ბაზარზე NFT-ის გაყიდვა შესაძლებელი იქნება

0
1847

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, eBay-ს მომხმარებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს პლატფორმაზე, ნებადართული ექნებათ გაყიდონ NFT სიმბოლოები. კომპანიამ დაამატა, რომ მომავალში გააფართოებს პოლიტიკასა და ინსტრუმენტებს ციფრული კოლექციონირების გარშემო.

”უახლოეს თვეებში eBay დაამატებს ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ კოლექციებს ჩვენს პლატფორმაზე განათავსებს”,- აღნიშნა eBay-ის ჩრდილოეთ ამერიკის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორდან სვიტამამ.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჯეიმი იანონემ კი განაცხადა, რომ კომპანია განიხილავს აღნიშნულ შესაძლებობას.

ცოტა ხანში უკვე გამოჩნდა საშუალებები, რომლითაც მომხმარებლებს შეეძლებათ NFT-ით ვაჭრობა. თუმცა აღნიშნულ პროცესი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული და კომპანია სწორედ მის გამარტივებაზე მუშაობს, რის შემდეგაც კრიპტოვალუტის შემოღება, როგორც გადახდის მეთოდი უკვე ნებადართული იქნება.

ონლაინ ბაზრის აღმასრულებლები ადრე მიანიშნებდნენ, რომ eBay შესაძლოა, მეგობრულად იყოს განწყობილი კრიპტო გადასახადების მისაღებად. სამი წლის წინ კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ eBay სერიოზულად განიხილავდა პლატფორმაზე ბიტკოინის ინტეგრირებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი