იაპონიის ცენტრალური ბანკი: ციფრული ვალუტის გამოშვება მონეტარულ სისტემას ახალს არაფერს შესძენს

0
1698

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბანკის ანალიტიკოსებმა მონეტარულ სისტემაში ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის როლი შეისწავლა.

დოკუმენტში აღწერილი არის ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის განხორციელების შესაძლო გზები და ჰიპოთეტური შედეგები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოსაშვები ციფრული ვალუტა მონეტარულ სისტემას ახალს არაფერს შესძენს. თუმცა დოკუმენტში ისიც წერია, რომ ასეთი ტიპის ვალუტა შესაძლებელია მხოლოდ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნდეს.

ჯერ კიდევ ოქტომბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი საკუთარ კრიპტოვალუტას არ გამოუშვებდა. ამასთან დაკავშირებით იაპონიის ცენტრალურის ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მასაიოში ამამიამ დაადასტურა თავისი უარყოფითი პოზიცია ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული ციფრული ვალუტის შესახებ.

ნაგოიაში, ცენტრალურ იაპონიაში გამართულ შეხვედრაზე ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის გამოყენება ფულადი სისტემის გაუმჯობესების მიზნით ნაკლებად სავარაუდო იყო. აქვე მასაიოში ამამიამ აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი არ პირებს საკუთარი კრიპტოვალუტის გამოცემას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი