სალვადორის პრეზიდენტი კრიპტო ინვესტორებს რჩევებს აძლევს

0
710

სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკლემ, ინვესტორების მზარდი შეშფოთება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით განიხილა. მიზეზი კი ბიტკოინის კურსის კლებაა.

უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში ბიტკოინმა, გასულ კვირას, პირველად ივაჭრა 20,000 დოლარზე ნაკლები ღირებულებით.

სალვადორმა ბიტკოინი კანონიერი გადახდის საშუალებად ჯერ კიდევ 2021 წლის 7 სექტემბერს შემოიღო, როდესაც მისი ღირებულება 50,000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

მას შემდეგ ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს 69,000 დოლარს მიაღწია და ბუკელეს მთავრობამაც უზარმაზარი შემოსავალი ნახა ამის წყალობით.

ამის შემდეგ კი ბიტკოინი სალვადორის სხვადასხვა სისტემურ სტრუქტურაში შევიდა და დამკვიდრდა, როგორც ლეგალიზებული აქტივი.

თუმცა, როდესაც ბიტკოინის ფასების დაცემის ფონზე დაძაბულობა იზრდება პრეზიდენტმა გადაწყვიტა რჩევები გაეზიარებინა ბიტკოინის ინვესტორებისთვის.

ნაიბ ბუკელემ ინვესტორებს ურჩია, რომ შეწყვიტონ გრაფიკის ყურება და დატკბნენ ცხოვრებით.

„თუ თქვენ ჩადებთ ინვესტიციას ბიტკოინში ის იქნება დაცული და მისი ღირებულება გაიზრდა ამ სავაჭრო ციკლის ჩავლის შემდეგ. მოთმინება არის გასაღები”,- დაწერა “ტვიტერზე” პრეზიდენტმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი