11 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1519

კვირას, 8 ნოემბერს კრიპტოვალუტების კურსი ბოლო დღეების რყევების ფონზე შედარებით გამყარდა.

გუშინ, ბიტკოინის ფასის ნიშნული 6.400 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამ კვირას კრიპტოვალუტის მაქსიმალური ღირებულება ოთხშაბათს, 7 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც ბიტკოინის კურსი 6.500 დოლარზე დაფიქსირდა.

მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის კურსი მცირეოდენი ფასის შემცირების შემდეგ კვლავ გაიზარდა. გუშინ კი, ეთერიუმის ღირებულება 212 დოლარს შეადგენდა.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსმა სამშაბათს მიაღწია ფასის ყველაზე მაღალ ნიშნულს. 6 ნოემბერს ეთერიუმზე ვაჭრობა 209 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 218 დოლარზე დაფიქსირდა. ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული კი 207 დოლარი იყო. ამის შემდეგ ალტკოინის ფასმა კვლავ მოიმატა და დღის ბოლოს ეთერიუმზე ვაჭრობა 218 დოლარზე დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 213 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი