რუსეთში მაინინგ კომპანიების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა

0
1092

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსული ბიტკოინის მაინერები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

კემბრიჯის ბიტკოინის ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსის შეფასებით, რუსეთში მაინერები, გლობალური ბიტკოინის ჰეშის კურსის დაახლოებით 11.2%-ს შეადგენენ.

რუსეთის მთავრობაზე სანქციების დაწესების გამო, რომელიც შეერთებული შტატებიდან და ნატოს მოკავშირე ქვეყნებიდან მოდის, ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ, მაგრამ ადგილობრივი ბიტკოინ სექტორი აუცილებლად დაზარალდება.

ზოგიერთმა კრიპტო მაინინგ კომპანიამ მაგალითად, როგორიცაა Ethereum-ზე ორიენტირებული Flexpool-ი უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების გამო სერვისები რუსეთში შეაჩერა.

თუმცა არიან გამონაკლისებიც, მაგალითად, ბიტკოინის მაინინგის კომპანია, Compass Mining-ი ადასტურებს, რომ რეგიონში მისი მაინინგ ინფრასტრუქტურა კვლავაც ფუნქციონირებს.

თუმცა Compass Mining-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უიტ გიბსმა გამოხატა თავისი აზრი “ტვიტერზე” და უკრაინლ ერს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მან განმარტა, რომ კომპანიის მაინინგ ცენტრები აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ სერბეთში მდებარეობს და ის ნებისმიერი “გეოპოლიტიკური არეულობის” მიღმაა.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გასული კვირის ბოლოს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკაცრ ფინანსურ სანქციებს და მკაცრ საექსპორტო კონტროლს დააწესებს რუსეთის უმაღლეს ფინანსურ ინსტიტუტებზე, მთავრობაზე, მაღალჩინოსნებსა და ტექნოლოგიურ სექტორზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი