ინტერნეტ კომპანია Kakao Blockchain პლატფორმის შექმნას ერთ თვეში დაასრულებს

0
2237

სამხრეთ კორეის ინტერნეტ გიგანტმა Kakao-მ საკუთარი Blockchain პლატფორმის შექმნის თარიღი დაასახელა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, რომელიც კლეთნ მეინეთმა გააკეთა, პლატფორმა 2019 წლის 27 ივნისს დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ პროექტის განხორციელებით ქვეყანაში უმსხვილესი პლატფორმა შეიქმნება.

Kakao სამხრეთ კორეის ინტერნეტ ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, როგორიცაა მაგალითად ფინანსური მომსახურეობა.

გასული წლის მარტში კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოქტომბერში პროექტის საცდელი ვერსია სისტემაში ჩაეშვებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ოქტომბრიდან , დეველოპერები მუშაობდნენ დაახლოებით შიდა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ეკოსისტემის მუშაობა შეემოწმებინათ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Kakao საკუთარი კრიპტოვალუტის, Kakao Coin-ის გამოშვებას გეგმავდა. მედიით ასევე ცნობილი გახდა, რომ Kakao Coin-ს ICO-ს სახე ექნებოდა და სამხრეთ კორეის საზღვრებს მიღმა გავრცელდებოდა.

თუმცა Kakao-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯო სუ-იონგიმ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი