Gemini კრიპტო საბჭოს უერთდება

0
848

კრიპტო ინოვაციების საბჭომ (CCI) განაცხადა, რომ Gemini კრიპტომეგობრული კომპანიების სიას უერთდება, რომელიც მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს კანონმდებლებს შესაბამისი რეგულაციების შემუშავებაში.

“ამ კვირიდან Gemini შეუერთდა Coinbase-ს, Block-ს, Fidelity Digital Assets-ს, Paradigm-ს და სხვებს, რათა დაეხმაროს საბჭოს ზრდასა და გლობალური ლიდერობის მიღწევაში”,- განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, შეილა უორენმა.

Gemini-ის პოლიტიკისა და მარეგულირებელი საკითხების ხელმძღვანელმა, ჯი კიმმა განაცხადა, რომ ბირჟა კანონმდებლებთან და მარეგულირებელებთან ითანამშრომლებს, რათა კრიპტოვალუტის შემდგომ დანერგვას და განვითარებას შეუწყოს ხელი.

აღსანიშნავია, რომ CCI ჩამოყალიბდა 2021 წლის აპრილში Coinbase-ისა და Square-ის (Block) მიერ. ის მიზნად ისახავს, მთავრობებთან და მარეგულირებელ სააგენტოებთან კრიპტოვალუტის უპირატესობებზე დიალოგს.

ჯგუფმა, ბიტკოინის მიღებასთან დაკავშირებით, 2021 წლის ივლისში ვირტუალურ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობდნენ სპიკერები, მათ შორის Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი და ჯეკ დორსი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი