ავსტრალიის მარეგულირებელი: რევოლუციურ ტექნოლოგიას მოაქვს რისკიც

0
2435

ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისიის ხელმძღვანელმა ჯონ ფრაისმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ICO-სა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ფინანსური მარეგულირებლის მიერ განახლებულ წესებს.

“ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, ისეთების როგორიცაა Blockchain-ი და ICO აქვს პოტენციალი, რომ რევოლუციური ცვლილებები მოახდინოს, მაგრამ რევოლუციას მოაქვს რისკიც … თაღლითები წარმოადგენენ საშიშროებას, როდესაც საქმე ნდობას ეხება. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოდ, რომ თაღლითური ქმედებები თავიდან ავირიდოთ”,-აღნიშნა ჯონ ფრაისმა.

ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისიის ხელმძღვანელი გამოსვლისას ორიენტირებული იყო ავსტრალიის მომხმარებელთა დაცვის შესახებ საკითხებზე და ხაზი გაუსვა, რომ ავსტრალიის მიერ დაწესებული რეგულაცია ვრცელდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ICO შექმნილია და ოპერირებს საზღვარგარეთიდან.

ჯონ ფრაისმა ისიც განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრიას უფრო განვითარებული სექტორი სჭირდება, რათა საზოგადოებაში გრძელვადიანი ნდობა მოიპოვოს.

ამჟამად, ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისია თანამშრომლობს სხვა შიდა და საერთაშორისო მარეგულირებელთან, რათა უკეთ განსაზღვროს კრიპტოვალუტის რეგულაციის სტრუქტურა.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილიდან ავსტრალიის კრიპტოვალუტის ბირჟები ახალ წესებს ემორჩილებიან, რომელიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანომ დააწესა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი