რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ ბიტკოინის მაინინგის რეგულაციას მხარი დაუჭირა

0
854

რუსეთის მთავრობა აგრძელებს ციფრული ვალუტების მარეგულირებელი სისტემის შემუშავებას. მანამდე კი ეკონომიკის სამინისტრომ კრიპტოვალუტის მაინინგ ინდუსტრიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მხარი დაუჭირა ქვეყანაში კრიპტო მაინინგის რეგულირების კონცეფციას და მთავრობას შესთავაზა მაინინგის ოპერაციები იმ ადგილებში დაუშვას, სადაც ელექტროენერგიის მდგრადი და ჭარბი რაოდენობაა.

განცხადებაში ასევე საუბარი იყო გარკვეულ რეგიონებში მაინინგისთვის საჭირო საქმის წასახალისებლად დაბალი გადასახადები შესთავაზონ დაინტერესებულ პირებს.

სამინისტროს ფიზიკური პირებისათვის ელექტროენერგიის მოხმარების ლიმიტის დაწესება სურს. ამ შემთხვევაში ე.წ. სადამსჯელო ღონისძიება ელექტრო ენერგიაზე ტარიფის გაძვირება იქნება. თუმცა ხელისეუფლებას ჯერ არ დაუწყია აღნიშნული ზღვრული დონის დადეგენის პროცესი.

ამასთანავე, სამინისტრო მიიჩნევს, რომ კრიპტო მაინინგის კომერციულ საქმიანობად აღიარება ქვეყნის ეკონომიკას წაადგება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი