BitPay-მ გასულ წელს ერთი მილიარდის ოდენობის ტრანზაქციები განახორციელა

0
1710

კრიპტოვალუტით გადახდის მომსახურების მიმწოდებელმა BitPay-მ განაცხადა, რომ გასულ წელს კომპანიამ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ტრანზაქციები განახორციელა.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ციფრული ვალუტების ბაზარი შემცირებას განიცდიდა BitPay-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა სტივენ ფეირმა განაცხადა, რომ კომპანიას წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური მოგებები ჰქონდა.

წარმატების მიზეზად BitPay-ს აღმასრულებელი დირექტორი ასახელებს იმ ფაქტს, რომ მისი კომპანიის მომსახურება უფრო სწრაფი და იაფია, ვიდრე ნებისმიერი ბანკის.

უნდა აღინიშნოს, რომ BitPay-ს ბიტკოინის გარდა, დაემატა ბიტკოინ Cash-ით, Gemini Doll-ით, Paxos-ით და stablecoins USD Coin-ით გადახდის სისტემა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს BitPay-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ის ბიტკოინის მასიურ გამოყენებას სამიდან ხუთ წლამდე ელოდება.

ამასთანავე, ნოემბერში, BitPay-ს მთავარმა კომერციულმა ოფიცერმა, სონუ საინმა განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ფასი 15.000-დან 20.000-მდე დოლარამდე იმერყევებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი