სინგაპურის უმსხვილესი ბანკი კრიპტოვალუტით ვაჭრობის განვითარებაზე მუშაობს

0
791

სინგაპურის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, DBS-ი კრიპტოვალუტის ბირჟის განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს.

ბანკის აღმასრულებელი დირქტორის, პიუშ გუპტას თქმით, აღნიშნული პროცესი საცალო ინვესტორებს შეეხება.

პიუშ გუპტა ამ პროექტზე ჯერ კიდევ 2021 წლის მეოთხე კვარტალში საუბრობდა და ამობდა, რომ კომპანია 2022 წელს კრიპტოვაჭრობის ოპერაციების შემდგომი გაფართოვების მიზნით გარკვეულ ზომებს მიიღებდა.

ინტერვიუს დროს გუპტას ჰკითხეს, აქვს თუ არა DBS-ი ბანკს გეგმები საცალო ინვესტორებისთვის, რაზეც მას პირდაპირი პასუხი არ გაუცია. თუმცა აღნიშნა, რომ ბანკი ინვესტორების ბაზის გაფართოვების მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმის გასარკვევად, თუ როგორ დავადგეთ გონივრულ გზას. ამაში კი ინვესტორებისა და სხვა ბაზრების გაფართოვებაზე ფიქრი უთუოდ მოიაზრება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოტენციური თაღლითობა, ფულის გათეთრება და ა.შ. უსაფრთხოება სერვისებით სარგებლობის დროს მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ბანკის აღმასრულებელმა დირქტორმა.

მისი სიტყვების გასამყარებლად პიუშ გუპტამ მედიას მიანიშნა, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევამდე DBS-ი ბანკი საცალო ინვესტორების მხარდაჭერას ვერ შეძლებს. მათი სერვისები სრულად ხელმისაწვდომი, მხოლოდ მათი სრულყოფის პროცესის დასრულების შემდეგ იქნება, რაც 2022 წლის ბოლოსათვისაა დაგეგმილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი