1Password-ი ა Phantom Wallet-თან თანამშრომლობას იწყებს

    ციფრული უსაფრთხოების სერვისმა, 1Password-მა Phantom Wallet-თან ერთობლივი პარტნიორობის დაწყების შესახებ განაცხადა. ეს კი კლიენტებს საშუალებას მისცემს უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტი ერთ სისტემაში გააერთიანონ.

    ამ ეტაპზე სისტემა, ძირითადად, ტრადიციულ ფინანსურ სექტორში ფუნქციონირებს. 1Password-ს ჰყავს 100,000-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი ინდუსტრიების ფართო სპექტრიდან, მათ შორის ისეთი ცნობილი და აღიარებული ბრენდები, როგორიცაა IBM-ი, Slack-ი, Shopify და Under Armour-ი.

    1Password-ის აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი (API) მიზნად ისახავს მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებას, რაც გულისხმობს ავტომატურად მართვადი ციფრული საფულეებისათვის მეტი პასუხისმგებლობის მინიჭებას. ეს კი დაეხმარებათ ინვესტორებს ბევრად უფრო მარტივად მართონ თავიანთი კრიპტოვალუტები და NFT-ები, რომლებიც Solana Blockchain-ზე ინახება.

    ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 1Password-ი Web3-ის დეცენტრალიზებული ერთეულების ინდუსტრიის ზოგიერთი საკითხის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. 1Password-ს ასევე გამკაცრებული აქვს დანაკარგების ანაზღაურების პოლიტიკაც.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *