გამოკითხვა: ავსტრალიაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ფლობს კრიპტოვალუტას

0
928

2021 წლის დამოუკიდებელი რეზერვის კრიპტოვალუტის ინდექსის (IRCI) გამოკითხვამ, რა დროსაც 2000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, აჩვენა, რომ გამოკითხული ავსტრალიელების 28,8% კრიპტოვალუტას ფლობს, რაც აშკარად გაზრდილი მაჩვენებელია გასულ წელთან შედარებით, როდესაც მხოლოდ 18,4% ფლობდა მას.

აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა, სავარაუდოდ განპირობებულია იმ ადამიანების დადებითი გამოცდილებებით ვინც ფლობდა კრიპტოვალუტას. გამოკითხულთა 89%-მა განაცხდა, რომ გასული წლის განმავლობაში კრიპტოვალუტით ისარგებლეს. 10% კი წაგებული დარჩა, მაგრამ აღნიშნული მონაცემები შარშან 78%-ს შეადგენდა.

Independent Reserve-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან პრზელოზნიმ მედიასთან ინტერვიუს დროს, განაცხადა რომ ეს შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მან თქვა, რომ კრიპტოვალუტებმა ადვილად აჯობა ნებისმიერ სხვა აქტივს ბოლო 12 თვის განმავლობაში.

”ვფიქრობ სრულიად ბუნებრივია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ციფრული ვალუტებით”,- განაცხადა ადრიან პრზელოზნიმ.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში გამოკითხული ავსტრალიელი კრიპტო მომხმარებლების მეოთხედზე მეტმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტების გამოყენებას საშობაო საჩუქრების გასაკეთებლად გეგმავს.

მაშინ კრიპტო საფულისა და სერვისების პროვაიდერის Crypto.com-ის გამოკითხვამ 18-დან 59 წლამდე ასაკის 2020 ავსტრალიელის აზრი მოისმინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი