Pro Super Smash Bros–ის მოთამაშე ხელფასს რიპლით აიღებს

0
1302

მთელ მსოფლიოში მოიმატა იმ სპორტსმენთა რიცხვმა, რომლებიც ანაზღაურებს კრიპტოვალუტით იღებენ.

საბრძოლო თამაშის Super Smash Bros-ს ბოლო გამარჯვებულმა მოთამაშემ, კენგო კენ სუზუკიმ ხელშეკრულება გააფორმა SBI e-Sports–თან, რათა ხელფასი კრიპტოვალუტით, რიპლით აიღოს.

SBI-ს მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, კენი ახლა SBI e-Sports-ის ახლად დაარსებული SSBU-ს განყოფილების ნაწილი იქნება. მოთამაშე თავის წლიურ ხელფასს იაპონური იენის ნაცვლად რიპლიში მიიღებს.

აღნიშნული კომპანია, SBI e-Sports-ი 2020 წლის ივნისიდან მოქმედებს და სწაფად იპყროპს მსოფლიო ბაზარსა და მოთამაშეების ყურადღებას. კომპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ ისინი მოთამაშეებს ხელფასს კრიპტოვალუტაში გადაუხდიან.

უნდა აღინიშნოს რომ, ჯერ კიდევ 2018 წელს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის საფეხბურთო ნაკრები Harunustaspor-ი მოთამაშეს ხელფასს ნაწილობრივ ბიტკოინში გადაუხდიდა.

გუნდის ხელმძღვანელმა, ჰალდუნ საჰიტმა CNN Turk-თან განაცხადა, რომ მან დაიქირავა 22 წლის ომარ ფარუკი, რომელსაც 2000 ლირას ბიტკოინში, ხოლო 2500 ლირას ქეშად გადაუხდიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი