აფრიკის კონტინენტზე კრიპტო სექტორი განვითარებას განაგრძობს

0
983

აფრიკული კრიპტოვალუტის ბირჟა გლობალური გაფართოების წინ 3.2 მილიარდი დოლარის ოპერაციებს აწარმოებს.

თითქმის სამწლიანი მუშაობის შემდეგ, ნიგერიის კრიპტოვალუტის ბირჟამ, Quidax–მა 3,2 მილიარდ დოლარზე მეტი ოპერაცია განახორციელა, რაც აფრიკის უდიდეს ეკონომიკაში ციფრული ვალუტების სწრაფ მიღებას უსვამს ხაზს.

2018 წლის აგვისტოში ამოქმედების დღიდან, Quidax–მა დააგროვა 400.000–ზე მეტი მომხმარებელი 72 ქვეყანაში. ამასთანავე, კომპანიამ განაცხადა, რომ კრიპტო სავაჭრო ოპერაციების შემდგომ გაფართოებას აფრიკის მიღმაც გეგმავს.

მარტში სამხრეთ აფრიკის კრიპტო კომპანიებმა განაცხადეს, რომ გაუმჭვირვალე რეგულაციები ინდუსტრიას აზიანებდა.

სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ინვესტორები და ბიზნესმენები საზღვარგარეთ კაპიტალის გადატანას არ გამორიცხავენ, თუკი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები არ დაადასტურებენ მარეგულირებელი კომისიების მიერ მიღებული კანონების საჭიროებას.

“ბლუმბერგთან” საუბრისას, ადგილობრივი კრიპტო საინვესტიციო პლატფორმის Revix–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შონ სანდერსმა, რომელიც აპირებს კომპანიის სათაო ოფისის დიდი ბრიტანეთში გადატანას, განაცხადა:

”ისინი იწვევენ ბიზნესს საერთაშორისო დონეზე, დაურეგულირებელ გარემოში, სადაც მომხმარებელი ეჭვის თვალით უყურებს ჩვენს ნებისმიერ ინიციატივას და მათი პოზიცია სრულიად გასაგებიცაა”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი