ვენესუელას მთავრობა პეტროს ხელშეწყობას ცდილობს

0
1264

ნიკოლას მადუროს მთავრობა ირწმუნება, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გადახდა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პეტრო ტოკენის გამოყენებით არის შესაძლებელი.

ვენესუელის მთავრობამ 11 ივნისს განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბენზინგასამართ სადგურებზე პეტროს გამოყენებით შეიძლებოდა გადახდა.

ეს საკითხი სახელმწიფოს ეკონომიკური გუნდის ახალი გეგმის პირველი ნაწილია, რომელიც პეტროს ხელშეწყობასა და აქტიურ გამოყენებას ითვალისწინებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ვენესუელამ 2019 წლის ნავთობპროდუქტების საექსპორტო ანგარიში სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტაში, პეტროში წარადგინა.

“ჩვენ OPEC-ს ანგარიში ციფრულ ვალუტაში წარვუდგინეთ. პეტრო არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტა, რომელსაც ზურგს ნავთობი უმაგრებს”,- განაცხადა ნავთობპროდუქტების უმსხვილესი კომპანიის, PDVSA-ს პრეზიდენტმა.

კომპანიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პეტროში ნედლი ნავთობის ფასი იქნებოდა გაანგარიშებული.

ჯერ კიდევ 2018 წელს ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც ენდომება ნავთობის შესყიდვა იქნებოდა ეს ადგილობრივი, თუ საზღვარგარეთ მოღვაწე ფირმა, ყველა ვალდებული იქნებოდა, რომ ნავთობი პეტროთი შეეძინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი