ტიმ დრეიპერი ბიტკოინის კურსთან დაკავშირებით კვლავ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებს

0
1667

კრიპტო მედია ქსელ BlockTV– სთან ინტერვიუში ტექ.-ანალიტიკოსმა ტიმ დრეიპერმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ბიტკოინის ფასი 250 000 დოლარს მიაღწევს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლამდე საჭიროა ბიტკოინის ფასმა სტაბილური ზრდის ტენდენცია აჩვენოს.

“თუ ჩვენ გავაკეთებთ ტექნიკურ ანალიზს აღმოჩნდება, რომ ექვსი თვის შემდეგ ბიტკოინის კურსი ზრდას დაიწყებს. ამის შემდეგ კი კრიპტოვალუტის ფასი 250 000 დოლარის ნიშნულს მიაღწევს”,- აღნიშნა ტიმ დრეიპერმა.

ჯერ კიდევ სექტემბერში ტიმ დრეიპერმა Blocktv–სთან ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება ბიტკოინის მიმართ.

“250.000 აშშ დოლარი ნიშნავს, რომ ბიტკოინს ექნება სავალუტო სამყაროს დაახლოებით 5%-იანი საბაზრო წილი და მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინმა შეიძლება ეს მოახერხოს”,-განაცხადა ტექ.-ანალიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ ტიმ დრეიპერი ცნობილი ინვესტორია, რომლის კრიპტო ქსელიც 350 მილიონიდან 500 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შეუერთდა EOS-ის დეცენტრალიზირებული განაცხადის ფირმის MakeSense Labs-ის დირექტორთა საბჭოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი