ბიტკოინის მიღების შემდეგ სალვადორში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

0
858

სალვადორის მიერ ბიტკოინის კანონიერ გადახდის საშუალებად მიღებამ გამოიწვია შესამჩნევი ზრდა არამხოლოდ მისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), არამედ ადგილობრივი ტურიზმის განვითარების კუთხითაც.

სალვადორის ტურიზმის მინისტრის, მორენა ვალდესის თქმით, 2021 წლის სექტემბრის შემდეგ სალვადორის ტურიზმის ინდუსტრიას 30%-ანი ზრდა აქვს.

„ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, რათა შევამოწმოთ აქტივობა ბიტკოინის მიღებამდე და მას შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ტურიზმის სექტორი ნოემბერსა და დეკემბერში საგრძნობლად გაიზარდა.“ – განაცხადა მინისტრმა საინფორმაციო სააგენტო El Salvador News English-თან ინტერვიუს დროს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიტკოინის მიღებამ იმოქმედა ტურისტების ნაკადზე. ამავდროულად, აშშ-დან ჩამოსული ტურისტების რაოდენობაც გაიზარდა.

ახალი საგადახდო სისტემის ამოქმედებამდე ქვეყანაში ვიზიტორთა უმრავლესობას მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები იკავებდნენ. ახლა კი 60%-ს აშშ-ს მოქალაქეები შეადგენენ.

მინისტრმა დასძინა, რომ სალვადორის ტურიზმის ზრდამ გადააჭარბა მთავრობის მოლოდინს და მიაღწია 1,4 მილიონ ვიზიტორს. ეს უკანასკნელი კი, რა თქმა უნდა, ქვეყნის ბიუჯეტსა და კრიპტოვალუტის განვითარებაზეც აისახება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი