ევროსაბჭო კრიპტოვალუტის რეგულაციებზე მუშაობას განაგრძობს

0
924

ევროკავშირის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო სისტემის შემოღებამდე, რომელიც კრიპტოვალუტებს დაარეგულირებს, სულ უფრო და უფრო, ცოტა დრო რჩება.

ევროპულს საბჭოს, რომელიც ხელმძღვანელობს ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგს, ციფრული ვალუტის რეგულაცია აუცილებელ ნორმად მიაჩნია.

შეთანხმების შემდეგ, რომლის რატიფიცირებაც უნდა მოხდეს, ევროპულმა საბჭომ და პარლამენტმა შესაძლოა, ინიციატივის განხილვა დაიწყოს, სანამ ის საბოლოოდ დამტკიცდება, როგორც კანონმდებლობა.

რეგულაციის სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას ინვესტორები და მომხმარებლები თაღლითობისგან, მათ შორის რეგულაცია არის გარანტია იმისა, რომ ინვესტორების ფული დაცულია ჰაკერების თავდასხმის შემთხვევაშიც.

თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ციფრული ვალუტის სავაჭრო პლატფორმები საფრთხეს უქმნის ინვესტორებს ან მომხმარებლებს, ევროკავშირმა შეიძლება დააწესოს უფრო მკაცრი რეგულაციები.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის პოზიცია ბიტკოინის მიმართ კვლავ იგივე რჩება. ბანკი ბიტკოინს გადახდის საშუალებად ანუ ვალუტის სახეობად არ აღიარებს.

სოციალურ ქსელში ხშირად დასმულ კითხვებზე კი ევროპის ცენტრალურ ბანკს მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: ის არ აღიარებს კრიპტოვალუტას, უფრო კონკრეტულად კი ბიტკოინს, ლეგალურ გადახდის საშუალებად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი