კრიპტობირჟა CoinDCX-ი ციფრული ვალუტისა და Blockchain-ის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამას ქმნის

0
1231

ინდოეთში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, CoinDCX-მა სასწავლო პლატფორმა შექმნა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიასა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნება.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, CoinDCX Learn-ი არის პლატფორმა, რომელიც სასწავლო კურსის მონაწილეებს სთავაზობს სპეციალურად ამ პროგრამისთვის შედგენილ სახელმძღვანელოებს, სტატიებსა და ლექციებს.

”ახალი წყაროების მოზიდვით შესაძლებელია, რომ კრიპტოვალუტით ყველამ შეძლოს სარგებლობა. ამასთანავე, იმისათვის, რომ ციფრული ვალუტით ინდოეთის მოქალაქეებმა სრული უპირატესობით ისარგებლონ ამისათვის საჭიროა განათლება. DCX Learn-ით გვინდა, რომ ციფრული ვალუტის სექტორის შესახებ ადამიანების ცნობიერება ავამაღლოთ”,-განაცხდა კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სამიტ გაფთამ.

მაისის ბოლოს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადაში დაფუძნებული იორკის უნივერსიტეტი 2020 წლის სექტემბერში ორ ახალ Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამას დაიწყებს, რათა დააკმაყოფილოს ამ სფეროში პროფესიონალების მზარდი მოთხოვნა.

კანადის იორკის უნივერსიტეტის უწყვეტი კვლევების სკოლაში გამოცხადდა სასერთიფიკაციო და სამაგისტრო პროგრამა, რომელიც Blockchain-თან არის კავშირში.

უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ ახალი კურსები მიზნად ისახავს კანადაში, განსაკუთრებით კი ტორონტოში Blockchain-ის მცოდნე, პროფესიონალების მომზადებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი