ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც მონაწილეობენ რიპლის ბოლოდროინდელ საპილოტე XRapid პლატფორმაზე აღნიშნავენ, რომ გადარიცხევისას მოხდა 40-70%-ის დაიზოგვა.
გარდა ამისა, ტრანზაქციებში მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ტრანზაქციის სიჩქარე საგრძნობლად გაუმჯობესებულია. თუკი, ადრე გადარიცხვებს საშუალოდ, 2-3 დღე სჭირდებოდა რიპლის Blockchain-ის პლატფორმით ტრანზაქციები რამდენიმე წუთში განხორციელდა.
XRapid არის რიპლის Blockchain-ზე დაფუძნებული რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ტრანზაქციების გამარტივებას.
საპილოტე პროგრამა დაიტესტა ამერიკასა და მექსიკას შორის გადარიცხვებზე. როგორც Finance Magnates-ი წერს, ტრანზაქციას დაახლოებით, ორი წუთი დასჭირდა ნაცვლად, დღეებისა.
პოლ დოუერმა, რომელიც არის გადარიცხვების ფირმის Viamericas-ს აღმასრულებელი დირექტორი, განაცხადა, რომ პილოტი მომავალში ციფრული აქტივების სფეროში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ამასთანავე, პილოტი მომავალში დაეხმარება ბანკებს ზოგიერთი სტრუქტურული არაეფექტიანობის მოგვარებაში.
შეგახსენებთ, რომ აპრილში, Santander-ი გახდა პირველი ბანკი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა საერთაშორისო გადარიცხვებისთვის რიპლის Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემა.