ვებ-ბრაუზერის, Opera-ს მომხმარებლები ბიტკოინით შეძლებენ გადახდას

0
1455

ვებ–ბრაუზერი, Opera მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ბიტკოინით გადაიხადონ.

როგორც ცნობილია, Opera-ს 350 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ კრიპტოვალუტის გამოყენება ელექტრონული კომერციის ვებსაიტებზე.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრაუზერის კრიპტო სივრცეში შესვლა ლოგიკური ნაბიჯია. ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ უფრო აქტიურები და ფეხი ავუწყოთ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას”,- განაცხადა Opera-ს წარმომადგენელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ Opera კრიპტოვალუტის საფულის შექმნაზე გასული წლის აგვისტოში მუშაობდა.

მნიშვნელოვანია, რომ Opera დიდ ინტერესს იჩენს კრიპტოვალუტის მიმართ, ხოლო თავის მხრივ, კრიპტოვალუტის საზოგადოება დადებითად ეხმიანება ვებ-ბრაუზერის მიერ კრიპტოვალუტის საფულის დანერგვას.

საფულე ოპერაციებს თითის ანაბეჭდების გამოყენებით ახორციელებს, რაც უსაფრთოების სისტემას უფრო მეტად სანდოს ხდის.

კომპანიის კრიპტოსავალუტო ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირი, ჩარლზ ჰამელი პროდუქტის უპირატესობაზე საუბრისას აღნიშნავდა, რომ ბრაუზერის ინტეგრაცია კრიპტოვალუტის სივრცეში წარმოადგენდა შემდგომ ნაბიჯს ციფრული ვალუტისა და ვებ-ბრაუზერის უფრო მეტად დაახლოებისთვის.

შეგახსენებთ, რომ Opera-ს ვებ და მობილური ბრაუზერები უზრუნველყოფილია მაღალი უსაფრთოების ხარისხის პროგრამით, რომელიც მომხმარებელს ჰაკერების თავდასხმისგან მაქსიმალურად იცავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი