ტაილანდი კრიპტოვალუტის ბაზრის რეგულაციას გეგმავს

0
2014

ტაილანდის ოფიციალური სტრუქტურები კანონპროექტზე მუშაობენ, რომელიც ქვეყანაში კრიპტოვალუტის ბაზარს საგადასახადო შემოსავლის კუთხით გააკონტროლებს.

მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნათპორნ ჩატურიპიტაკმა და ტაილანდის ფინანსთა მინისტრმა კრიპტოვალუტის ბაზრის რეგულირების წინადადება ფულის გათეთრებისა და გაყალბების თავიდან აცილების მიზნით წარმოადგინეს. წესები სავარაუდოდ ამ თვის ბოლოს დადგინდება.

თებერვლის შუა რიცხვებში ტაილანდის ცენტრალური ბანკის მმართველმა ბანკებს მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინათ კრიპტოვალუტით ვაჭრობისა და ინვესტიციების განხორციელებისგან. ასევე, ბანკებს კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟის პალტფორმის შექმნაში მონაწილეობა ეკრძალებათ.

აღსანიშნავია, რომ ეს წინადადება მხოლოდ ბანკებს ეხება და არა კრიპტოვალუტის ბირჟებს, რომელთა საქმიანობა ქვეყნაში ნებადართულია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში, ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ გამოაცხადა, რომ პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) რეგულაციას მხარს დაუჭერდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი