ჰოლანდიის ეკონომიკის მინისტრის დავალებით Blockchain-ის კვლევის ჯგუფი შეიქმნა

0
2414

ჰოლანდიის Blockchain-ის კოალიციის ხელმძღვანელმა რობ ვან ჟიზელმა წარადგინა ეროვნული Blockchain-ის კვლევის განრიგი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისა და კლიმატის პოლიტიკის განმახორციელებელი უწყების მიერ იყო დავალებული.

სამინისტრომ ჯგუფი შექმნა, სახელწოდებით “Top Team ICT”, რომლის მოვალეობაა გამოიკვლიოს Blockchain ტექნოლოგიის განვითარების საკითხები, წარმოების კანონიერი გზები და ეკონომიკური გავლენები.

კვლევის მიზანია გაარკვიოს ნდობის საკითხი. პირველ რიგში იურიდიულ და სოციალურ ინსტიტუტებში, რომლებიც ხელს შეუწყობენ Blockchain-ის განვითარებას, ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნდობის საკითხი ინფორმაციის სიზუსტესა და უსაფრთხოების კუთხით. და ბოლოს, მომხმარებლის მოსაზრების გათვალისწინება ლეჯერ ტექნოლოგიის მიმართ, როგორც “ჭკვიანი კონტრაქტისა”.

მეორე მხრივ, Blockchain-ის მდგრადი განვითარება ითვალისწინებს, ენერგომოხმარების ხარჯების ტექნო-ეკონომიკური ანალიზის გაუმჯობესებას არაკანონიერი საფინანსო ოპერაციების კუთხით.

აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონფიდენციალურობისა და პირადი მონაცემების მართვა, რომელიც, როგორც ჩანს, ევროკავშირის ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულაციის კონტექსტში ჯდება.

აღნიშნული რეგულაცია ძალაში გასული წლის 25 მაისს შევიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი