ჩინეთში Blockchain-ის შესახებ შემუშავებული სტანდარტები 2019 წელს გახდება ცნობილი

0
2046

2019 წლის ბოლოს ჩინეთი ქვეყნის მასშტაბით Blockchain-ის შესახებ სტანდარტებს ჩამოაყალიბებს.

საინფორმაციო სააგენტო Xinxua-თან საუბრისას ლი მაინგმა, რომელიც ჩინეთის IT სამინისტროს მიერ დაარსებული Blockchain-ის კვლევის ოფისის დირექტორია განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფმა პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო.

ჯგუფი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს, ცნობილია სახელწოდებით “Blockchain-ის და განაწილებული საბუღალტრო ტექნოლოგიების სტანდარტიზაციის კომიტეტი”.

როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება, პეკინი არ ელოდება ახალ კანონმდებლობას, რომელიც ქვეყანაში Blockchain ინდუსტრიის სწრაფად განვითარებას ითვალისწინებს.

“სახელმწიფო ინდუსტრიას გარკვეულ “რჩევებს” თავად მისცემს,- აღნიშნავს ლი მაინგი.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ხელისუფლება ბოლო თვეების განმავლობაში Blockchain-ის პოტენციალს აქტიურად იკვლევს. აპრილში, ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული საანგარიშო ინსტიტუტის დირექტორმა იოა კიანმა განაცხადა, რომ ტექნოლოგია მოითხოვს ყურადღებას და კვლევას, რადგან ის ამ ეტაპზე არასტაბილური ბუნებით ხასიათდება.

“Blockchain ტექნოლოგიის განვითარება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩინეთისთვის გლობალური ტექნოლოგიური კონკურენციის გააზრებაში”,- აღნიშნა ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის დირექტორმა იუ კექუნმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი