NZIA-ს გენერალური დირექტორი: ბაჰამის კუნძულების ციფრულ ვალუტა წარმატებული იქნება

0
1551

კრიპტოკომპანია NZIA-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯეი ჯომ განაცხადა, რომ ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკის პროექტი წარმატებული იქნება.

პროექტი Sand Dollar-ი არის ინიციატივა, რომელიც ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებას ითვალისწინებს.

მედიასთან საუბრისას, ჯეი ჯომ განაცხადა, რომ ეს პროექტი წაადგება, როგორც საშუალო და მცირე ბიზნესს ისე სარგებელს მოუტანს მსხვილ კომპანიებს.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ სტარტაპები დავაფინანსოთ. ჩვენი ინიციატივა დაუკავშირდება იმ მეწარმეებს, რომლებიც ახლა ცდილობენ თავის დამკვიდრებას. განსაკუთრებით დავეხმარებით იმ ბიზნესმენებს, რომელთა საქმიანობაც რაიმე სახით შეეხება ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტას”,- განაცხადა NZIA-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯეი ჯომ.

ბაჰამის კუნძულების მთავრობა აქტიურად მუშაობს ციფრული ვალუტის გამოშვების კუთხით. როგორც ცნობილი გახდა, ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა სრულად ადაპტირებული 2020 წელს იქნება.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას გამოუშვებდა მედია იქვე ალაპარაკდა, რომ ბანკი ოფიციალურ ხელშეკრულებას ტრანზაქციის მიმწოდებელ NZIA.io-თან გააფორმებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი