ჩრდილოეთ ირლანდიის სამშენებლო კომპანიამ ბიტკოინით გადახდის სისტემა შემოიღო

0
2486

ჩრდილოეთ ირლანდიის უმსხვილესი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო კომპანია Hagan Homes-ი ბიტკოინს გადახდის მეთოდად აღიარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კლიენტებს საცხოვრებლის შეძენა ბიტკოინით შეუძლიათ.

ამის შესახებ ინფორმაციას “ბელფასტ ტელეგრაფი” ავრცელებს.

Hagan Homes-ის მმართველმა ჯეიმსი ჰეგენმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში მუშაობის, ცხოვრებისა და ინვესტიციების მოზიდვის საერთაშორისო ინტერესი ისეთივე მზარდია, როგორც ბიტკოინის მასშტაბების ზრდა მსოფლიოში.

გამოცემა წერს, რომ Hagan Homes-ი ირლანდიაში პირველი სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც ბიტკოინში მიიღებს გაყიდული საცხოვრებლების საფასურს.

ჯეიმსი ჰეგენი აღიარებს ბიტკოინს, როგორც გადახდის საშუალებას. თუმცაღა, ამბობს, რომ რისკებსაც ითვალისწინებს. ჰეგენი საუბრობს ბაზარზე კრიპტოვალუტის ფასის მერყეობის შესახებ. მაგალითად ბიტკოინი მოჰყვას, რომელიც რამდენიმე თვეში 20.000-დან 7000 დოლარზე ჩამოვიდა.

“რასაკვირველია, კრიპტოვალუტის არასტაბილურობის გამო ბიტკოინის გამოყენებისას გარკვეული რისკები არსებობს. თუმცა, მყიდველები და გამყიდველები ამ გამოწვევებთან გამკლავების შემოქმედებით გზებს ეძებენ… ჩვენი გაერთიანებული ძალებით და სწორი მიდგომით შეგვიძლია ეს ინოვაცია სწორად გამოვიყენოთ”,- განაცხადა ჯეიმსი ჰეგენმა

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინს გადახდის საშუალებად აღიარებენ ამერიკასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროში. ვერმონტის შტატი კი, Blockchain ტექნოლოგიის უძრავი ქონების საპილოტე პროგრამას 2018 წლიდან ახორცილებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი