ეშტონ კაჩერმა ელენ დიჯენერასის ფონდში 4 მილიონი რიპლით გადარიცხა

0
4826

მსახიობმა და ტექ-ინვესტორმა ეშტონ კაჩერმა ტელეწამყვან ელენ დიჯენერასის ველური ბუნების დაცვის ფონდში 4 მილიონ დოლარი რიპლით გადარიცხა.

ეშტონ კაჩერი და მისი ბიზნეს-პარტნიორი გაი ოსერი ელენის შოუში იყვნენ სტუმრად, რა დროსაც მსახიობმა შოუს მიმდინარეობის დროს წამყვანის ფონდში დონაცია განახორციელა.

4 მილიონიანი შემოწირულობა რიპლის დახმარებით სულ რამდენიმე წამში განხორციელდა.

რამდენიმე თვის წინ ელენ დიჯენერასი თავის შოუში კრიპტოვალუტის შესახებ საუბრობდა. ელენი ცდილობდა აუდიტორიისთვის აეხსნა ის, თუ რა იყო ბიტკოინი:

“არავინ იცის, როგორ მუშაობს, მაგრამ ყველა ლაპარაკობს ბიტკოინზე, თუმცა მაინც არავის ესმის”.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის შესახებ აუდიტორია წამყვანზე გაცილებით მეტად იყო ინფორმირებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე რიპლის ფასმა 24 საათის განმავლობაში 2%-ით დაიკლო. ამჟამად, რიპლის ღირებულება 0.62 დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი