25 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1683

ორშაბათს, 25 მარტს კრიპტოვალუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ფასების არც მკვეთრი მატება და არც ვარდნა.

მთელი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული სტაბილურად გამოიყურებოდა. კრიპტოვალუტის ფასი მხოლოდ 0.2%-ით შემცირდა. კაპიტალიზაციით ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა 4.020 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

უაკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა მხოლოდ 0.1%-ით დაიკლო. ბიტკოინის დომინირება ბაზარზე დაახლოებით 50.7%-ს შეადგენს.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ეთერიუმის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებოთ 0.6%-ით შემცირდა. 25 მარტს ეთერიუმის ფასი 136 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული დაახლოებით 1.8%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 25 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 140 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი