6 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1724

ოთხშაბათს, 6 თებერვალს ციფრული ვალუტის ბაზარი ოდნავ შემცირდა. ეს ნიშნავას იმას, რომ კრიპტოვალუტების ფასის ნიშნულებმა დაიწია.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსი 3.400 დოლარის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა. გუშინ კრიპტოვალუტის ფასი 3.387 დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 3%-ით არის შემცირებული. უმაღლეს ფასად კი 3.481 დოლარია აღებული.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით ყველაზე დიდ ალტკოინს: რიპლი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით ერთი პროცენტით შემცირდა. 6 თებერვალს რიპლის კურსი კი 0.29 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კვირის მანძილზე რიპლის ფასმა დაახლოებით 9% დაკარგა.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი მერყევია, თუმცა ეს საგანგაშო არ არის.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 6 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 111.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი