2 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1703

შაბათს, 2 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.

გუშინ ბიტკოინის ღირებულება 3.850 დოლარს შეადგენდა. დღის განმავლოვლობაში კრიპტოვალუტის ფასი 3.850-სა და 3.870 დოლარს შორის მოძრაობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: 2 მარტს ალტკოინის კაპიტალიზაცია 14 მილიარდ დოლარს შეადგენდა. რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 13 მილიარდის ფარგლებში მერყეობს.

ბოლო მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 2.5%-ით არის შემცირებული. გუშინ ეთერიუმის კურსი 137-სა და 132 დოლარს შორის მოძრაობდა.

კვირის განმავლობაში კი ეთერიუმის კურსის ნიშნული 157-დან 134 დოლარამდე შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ 134 დოლარი ეთერიუმისთვის ცუდი შედეგი არ არის, თუმცა წინა პერიოდის ზრდის ტენდენციის ფონზე ფასის კლება არცთუ პოზიტიური ნიშანია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 2 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 130.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი