ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხს განიხილავს

0
4778

შვედეთის ცენტრალური ბანკის, Riksbank-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა მარკ კერნიმ განაცხადა, რომ ინგლისის ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვებას განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ კერნი არ ეწინააღმდეგება ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის იდეას ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის გამოშვება მალე არ მოხდება. ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა ლეგალურ ფულის სახეობას არ წარმოადგენს.

ამ წლის თებერვალში კერნიმ ლონდონის რეგენტის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე კრიპტოვალუტა მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს ღირებულებას.

ამ თვის დასაწყისში, ინგლისის ბანკმა გამოაქვეყნა სამუშაო დოკუმენტი, რომელშიც ჩამოაყალიბებული იყო შესაძლო ფინანსური რისკების სხვადასხვა ვარიანტი.

ანგარიშის მიხედვით დადგინდა, რომ აღწერილი ვარიანტებში არ მოიძებნა საფუძველი იმისა, რომ ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვება ნეგატიურად აისახოს ეკონომიკაზე.

ამასთანავე, 25 მაისს Riksbank-ის 350 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კერნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკების წარსული, აწმყო და მომავალი დამოკიდებულია საზოგადოებრივ ნდობაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი