სამხრეთ აფრიკის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტას “კიბერ-ტოკენად” მოიხსენიებს

0
3328

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა ციფრულ ვალუტას “კიბერ-ტოკენი” უწოდა. ეს სახელწოდება კრიპტოვალუტამ მიიღო, რადგან ბანკის ხელმძღვანელობის მოსაზრებით, ციფრული ვალუტა არ განიხილება ფულის სახეობად.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ფრანკოს გრიპემ ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ ცენტრალური ბანკის პოზიცია ასე განმარტა:

“ჩვენ არ ვიყენებთ ტერმინს “კრიპტოვალუტა” იმიტომ, რომ იგი არ აკმაყოფილებს ფულის ზოგად მოთხოვნებს, რომელიც სტაბილური ეკონომიკის კონტექსტში მოიაზრება. ჩვენ ვამჯობინებთ, რომ გამოვიყენოთ სიტყვა: “კიბერ-ნიშანი”.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სარეზერვო ბანკი რეგულციის სტრუქტურის შექმნაზე მსჯელობს.

“ჩვენ გვინდა, რომ უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი ფინანსური ზედამხედველობა და ვაჭრობის კონტროლი”,- განაცხადა ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთშიც არ განიხილება კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად ან ფულის სახეობად. თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდოეთის მთავრობა ემზადება, რომ კრიპტოვალუტაზე მოგების გადასახადი დააწესოს. საგადასახადო წესის დადგენა ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ქვეყანა კრიპტოვალუტის ლეგიტიმაციისკენ გადადგამს ნაბიჯებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი